02:23 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 15:56:01, 904 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში მოსახლეობას შეხვდა

აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოვაჭრეებს შეხვდა.

ზურაბ პატარაძე ქობულეთის მოვაჭრეების პრობლემებს უშუალოდ მათგან გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარე თითოეულ ადამიანთან შეხვედრისას მუდმივად ხაზს უსვამდა ერთიანი ძალისხმევით უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის აუცილებლობას:

"რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვარ თქვენთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ვიმუშაო პრობლემების აღმოსაფხვრელად, ვიმუშაოთ იმისათვის, რომ თითოეულ თქვენგანს გქონდეთ ცხოვრების უკეთესი პირობები, უკეთესი მომავალი",- აღნიშნა პატარაძემ.

მან ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა შეხვედრები.

ზურაბ პატარაძემ ოჩხამურისა და თიკერის მოსახლეობას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე წარუდგინა.

ზურაბ პატარაძე მოსახლეობას ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც ქართული ოცნების პირობებში განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება. მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და მათი ერთიანი ძალისხმევით დაძლევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ყველა უწყება, ყველა სამსახური, ისევე როგორც თითოეული თქვენგანი უნდა ვიყოთ მოწოდებულები მაქსიმალურად დავიხარჯოთ ჩვენი სოფლის, ჩვენი კუთხის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობისათვის", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრებისას.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics