|
2016-09-26 15:26:20, 938 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ პირველ ოქტომბერს, ბათუმში საპროტესტო აქციას გამართავს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ პირველ ოქტომბერს, ბათუმში, ერას მოედანზე, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. ინაშვილის განცხადებით, აქციას რამდენიმე მიზანი აქვს. „ჩვენ 1-ელ ოქტომბერს, ბათუმში, ერას მოედანზე 15:00 საათზე გავმართავთ აქციას. ვვარაუდობთ, რომ 15 ათასამდე ადამიანი მონაწილეობას მიიღებს ჩვენს მიერ დაანონსებულ აქციაში. თუმცა შესაძლოა, მეტი ადამიანი მოვიდეს. ამით, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არამარტო მეორე, პოლიტიკური ძალა ვართ ქვეყანაში, არამედ არის რეგიონები სადაც ჩვენი რეიტინგი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე „ქართული ოცნების“ რეიტინგი. თამამად შეიძლება ეს ითქვას აჭარაზე და გურიაზე. ამ აქციას რამდენიმე მიზანი აქვს: პირველი, აჭარის პრობლემეტიკას ეხება, რაც აუცილებლად წინა პლანზე იქნება წამოწეული, ხოლო მეორე ეს აქცია საშუალებას მისცემს პოლიტიკურ სპექტრსაც, ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც, საზოგადოებასაც ვაჩვენოთ რამდენი ვართ ჩვენ სინამდვილეში, იმისთვის, რომ 8 ოქტომბერს ვერავინ ვერ გაბედოს არჩევნების გაყალბება“,-განაცხადა ინაშვილმა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)