13:28 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 14:06:57, 833 ნახვა

სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვასილ ყულჯანიშვილი გაიხსენეს

ავღანეთში,  ბაგრამის საავიაიო ბაზაზე პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავი აღნიშნეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო კაპელანმა მამა ზაქარიამ ვასილ ყულჯანიშვილის მემორიალთან დაღუპული სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს 52-ე ბატალიონის ხელმძღვანელობა და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

დღესვე მამა ზაქარიამ გარდაცვლილი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბატალიონის შტაბთან არსებულ ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალთანaც გადაიხადა.

პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics