|
2016-09-23 10:36:39, 1603 ნახვა
სამართალი
აშშ-ის მთავრობა საქართველოს ორ 110-ფუთიან Island-კლასის საპატრულო ხომალდს საჩუქრად გადასცემს
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, იან კელის შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება იყო. შს მინისტრმა აშშ-ს ელჩს სამინისტროს მიერ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. „საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულება, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმის დაცვით. შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო“, - განაცხადა აშშ-ს ელჩთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილმა იან კელის შსს-სა და ცესკო-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე შს მინისტრმა და აშშს-ს ელჩმა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორში დაგეგმილი შს სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორ, 110-ფუთიან Island-კლასის საპატრულო ხომალდს საჩუქრად გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)