|
2016-09-20 14:53:12, 658 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე გლოლას, ჭიორას და ღების მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე გლოლას, ჭიორას და ღების მოსახლეობას შეხვდა. როგორც ენუქიძემ აღნიშნა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია „მთის კანონით“ მონიჭებული შეღავათები, ახალგაზრდებს სჭირდებათ ხელშეწყობა და კარგი განათლება, მიგრაციის პროცესი უნდა შეჩრდეს. კანდიდატმა აღნიშნა, რომ საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს უწერა-შოვისა და საგლოლო-ღების მიმართულებით გზის ასფალტირებას, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 10 000 000 ლარია, ხოლო სოფელ ჭიორაში, მდინარე შხიროლზე აიგო ახალი ხიდი რომელიიც 700 000 ლარი დაჯდა. “ინვესტიცია და პროგრესი ჩნდება იქ, სადაც კარგი ინფრასტრუქტურაა. აქ დაფინანსდება და გაფართოვდება მრავალი საწარმო, გლეხს ექნება შემოსავალი. ჩვენ ერთარ შევძლებთ ამ ყველაფრის რეალობად გადაქცევას. მე ვიქნები თქვენი ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ყოველთვის დიდი სიხარულით ვხვდები ონის მოსახლეობას - ახალგაზრდებს, მოხუცებს და შუახნის ხალხს. ყველაგან დიდი მოლოდინით და იმედიანად მხვდებიან“, - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.
(NS)
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)