|
2016-09-19 18:38:09, 602 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად ქართველი სპორტსმენები სოფელ გალავანს ეწვივნენ
ცნობილი ქართველი სპორტსმენები დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად სოფელ გალავანს ეწვივნენ მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპორტესმენისა და სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის მშობლიური სოფელია, დღეს ცნობილი ქართველი სპორტსმენები ჩავიდნენ. ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, ზურაბ ზვიადაური, სოსო ჯაჭვლიანი, გიორგი ბაინდურაშვილი, მირიან პავლიაშვილი, ფეხბურთელი გელა კეტაშვილი და სხვები მცხეთაში „ართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად ჩავიდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრისას სპორტსმენებმა ხაზი გაუსვეს „ქართული ოცნებისა“ და დიმიტრი ხუნდაძის უპირატებობებს, ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი მაღალჩინოსნები კვლავ ცდილობენ პოლიტიკაში დაბრუნებას და მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცეს. დიმიტრი ხუნდაძემ გალავნელებს მიმართა, რომ არჩევანი არა ნაცნობობით და ნათესაობით, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ გააკეთონ. „დღეს აქ, არჩილ ჩოხელის მემორიალთან, სიმბოლურად გადავწყვიტეთ თქვენთან შეხვედრა. ყველასათვის საამაყო სპორტსმენი, თქვენი სოფლის შვილი არჩილ ჩოხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ იმსხვერპლა. უფლება არა გვაქვს, იმ სისხლიან რეჟიმს დღეს კვლავ მივცეთ შანსი, დაბრუნდნენ პოლიტიკაში და კვლავ ჩვენი შვილების სიცოცხლე შეიწირონ. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას აჩუქა მშვიდობა და განვითარების პერსპექტივა. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია თქვენი სიცოცხლე, თქვენი ჯანმრთელობა და ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენ შევძელით კორუფციული სქემიდან სახელმწიფო ღირსეული მართვის სქემაზე გადაგვეყვანა. ჩვენ გპირდებით სწრაფ განვითარებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას და ამას აუცილებლად შევასრულებთ. ვიცით, რომ ჯერ ყოფითი პრობლემები ისევ არის, მაგრამ შემდგომი 4 წელი უკვე ამ პრობლემების დასასრული იქნება. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ხედავთ ქვეყნის წინსვლას და თქვენი არჩევანიც შესაბამისი იქნება“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. (NS)
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)