|
2016-09-18 16:41:00, 1410 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლო ქობულეთის მუსლიმთა პანსიონატის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს
ხვალ, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული და განგრძობადი ხელშეშლის ფაქტებზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ, ადგილობრივი მუსლიმების სახელით შეტანილ სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლო თითქმის ორი წლის განმავლობაში განიხილავს. განსახილველ საქმეში, მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მოპასუხე კერძო პირებმა უშუალოდ განახორციელეს დისკრიმინაციული მოპყრობა მოსარჩელეების მიმართ, რაც მათი მხრიდან რელიგიური სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მოტივით, პანსიონის საქმიანობისთვის განგრძობადი ხელშეშლის ფაქტებში გამოიხატება. კერძოდ, მოპასუხეები და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი მოსარჩელეებს არ აძლევს საკუთრების უფლებითა და მასთან კავშირში გადაადგილების თავისუფლებით, განათლების უფლებით, რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. ადგილობრივი ქრისტიანები პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლას შენობასთან დაწესებული მორიგეობის, გადაადგილების პროცესის კონტროლის, მუქარისა და იძულების გზით ახორციელებენ. საჯარო განცხადებებში, მათ შორის, სასამართლოში წარმოდგენილ პოზიციებში მოპასუხე კერძო პირები ღიად იყენებდნენ ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ენას. შსს-თან მიმართებით კი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს კანონით დადგენილი ვალდებულებების არაეფექტურ და დისკრიმინაციულ შეუსრულებლობას. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, შსს ავლენს აბსოლუტურ უმოქმედობას მოპასუხე კერძო პირებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან მუსლიმი თემის დევნისა და მართლზომიერი მფლობელობით სარგებლობისთვის ხელშეშლის აღკვეთაში. აღსანიშნავია, რომ შსს ამ დრომდე არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას პანსიონის გახნისა და ფუნქციონირებისთვის და არც აღნიშნულ საქმეზე დაწყებული გამოძიება აკმაყოფილებს ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების სტანდარტებს. საქმეზე მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან ითხოვს, კერძო პირების მხრიდან, დისკრიმინაციული მოპყრობისა და პანსიონის გახსნისთვის განგრძობადი ხელშეშლის შეწყვეტის დავალდებულებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კი, მოსარჩელეები ითხოვენ,პოზიტიური ვალდებულებების სათანადო შესრულებას და საკუთარი უფლების შეზღუდვისა და დევნის ეფექტიან პრევენციასა და პანსიონის გახსნისა და საქმიანობის უზრუნველყოფას",-ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)