19:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 19:47:10, 1449 ნახვა

სამართალი
ბურჭულაძე: ეს არის სუს-ი, რომელიც კგბ-ს მეთოდებით მოქმედებს

კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი არის სუსის მიერ განხორციელებული, რომელიც კგბ-ს მეთოდით მოქმედებს, - ამის შესახებ პარტია "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უწყების ძირითადი მიზანი იყო, რომ მთელი დღე დაკითხვაზე ყოფილიყო.

"დამაკარგვინეს მთელი დღე, რეგიონებში ჩასვლაც ვერ მოვახერხე, მაგრამ ორშაბათს პრესკონფერენციას გავმართავ და ძალიან მწვავე განცხადებას გავაკეთებ. პრესკონფერენციაზე მოვიწვევ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და რა თქმა უნდა ჟურნალისტებს. ძალიან ცუდი მეთოდებით გვებრძვიან და ის, რაც ხდება არის მიუღებელი", - განაცხადა ბურჭულაძემ.

როგორც ბურჭულაძემ განმარტა, დაკითხვის პროცესი ძალიან ნორმალურ და წყარ ვითარებაში მიმდინარეობდა და მისთვის არ დაუსვამთ ისეთი კითხვები, რომელზეც ტელევიზიის მეშვეობით არ უპასუხია.

"ორშაბათის პრესკონფერენციაზე ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენთან "დემოკრატიული" წინასაარჩევნო პროცესები. ასევე ვისაუბრებ ზეწოლაზე, რომელიც ჩვენზე ხორციელდება", - აღნიშნა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, შსს-ში "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის დაკითხვა ჯერაც მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics