00:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 15:23:23, 394 ნახვა

პოლიტიკა
გარემოს დაცვის სამინისტროში ელექტრო გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ელექტრო გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტზე იმსჯელეს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი დაესწრნენ.

მხარეებმა პროექტით გათვალისწინებული ტექნიკური დავალება განიხილეს და ენერგოსექტორის განვითარების სცენარების სტრატეგიული გარემოსდაცვით და სოციალურ შეფასებაზე იმსჯელეს.

პროექტი მსოფლიო ბანკისა (WB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია საქართველოს მთავრობის დახმარება, ქვეყნის ენერგოსექტორის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილია ენერგოსექტორის განვითარების სცენარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics