22:49 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 16:05:29, 1300 ნახვა

კომენტარი
გვარამია: "ქართული ოცნება" მანიაკალური ბოდვებით შეპყრობილი ივანიშვილის პროექტია

მე ვარ ადამიანი, ვისაც 3 წლის განმავლობაში უთვალთვალებენ, იღებენ, აშანტაჟებენ, უსმენენ, აქვეყნებენ, ოჯახის უსაფრთხოებით ემუქრებიან და დიახ 8 ოქტომბერი იქნება რეფერენდუმი, რიგითი ნიკა გვარამიას გადასარჩენად, - ამის შესახებ "რუსტავი 2" - ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნავს, 2016 წლის 8 ოქტომბრი არ იქნება უბრალოდ არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი, რომელშიც ხმა უნდა მივცეთ, ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენას, თავისუფალი მედიის და "რუსთავი 2"-ის გადარჩენას და ვუთხრათ არა მოსმენებს.

"8 ოქტემბერს ჩვენ უნდა ვუთხრათ არა, ყველაფრის ამის შემოქმედს, "ქართულ ოცნებას". წადით ამ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი ნომერი, 41-ის გარდა. ეს ძალა საქართველოს ღუპავს და ამას აკეთებს განსაკუთრებული სისასტიკით, ცინიზმით და თავხედობით.

რეფერენდუმი გადაარჩენს ადამიანებს, რომლებიც პოლიციის ავადმყოფური დავალებების გამო იღუპებიან. გავიხსენებ სამტრედიის ფაქტს.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მანიაკალური ბოდვებით შეპყრობილი ადამიანის პროექტი, რომლის მთავარი სიამოვნება ამ ცხოვრებაში არის სხვა ადამიანების თვალთვალი. არ შეიძლება ასეთი ადამიანი მართავდეს ქვეყანას. 8 ოქტომბერს ის უნდა წავიდეს და ყველაფრისთვის გასამართლდეს. ყველა დანარჩენი არის მარიონეტი და შემსრულებელი, ისინი თვითონ არიან ამ მანიაკის მსხვერპლნი", - განაცხადა გვარამიამ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics