21:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 13:23:57, 1157 ნახვა

სამართალი
სუს-ი გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერთან კავშირს უარყოფს

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ინეტერნეტით გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განუცხადეს, სადაც  „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერ პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება.

სუს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

„აღნიშნული ბრალდება არის უსაფუძვლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. თუ ვის მიერ იგი მოპოვებული და გავრცელებული გამოძიება დაადგენს. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო“,-აცხადებენ სუს-ში.

ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა.

ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა  „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.

„ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად, არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არდასჭირდა სუსს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.  #საქართველოივანიშვილისგარეშე“,-წერს  გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics