04:11 - 06 Jun, 2026
|
2015-01-10 10:01:25, 4144 ნახვა
მსოფლიო
ტერორისტებმა ოთხი მძევალი მოკლეს
ვინსენსის გარეუბანში, ქაშერულ მაღაზიაში გუშინ ტერორისტებმა ოთხი მძევალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა. სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულია თავდამსხმელი ამედი კულიბელიც. ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანა და დამარტენ-ან-გოელში, სადაც "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი გუშინ ერთდროულად დაიწყო. ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან. ყველა მძევალი გათავისუფლებულია. შეგახსენებთ, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)