18:26 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 10:33:06, 1694 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულებისა სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ლატვიის იუსტიციის მინისტრმა დზინტარს რასნაჩსმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, სარეაბილიტაციო მიდგომების, რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებისა და პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, მხარეთა პრიორიტეტს წარმოადგენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემებში აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის  დანერგვის ხელშეწყობა.

„როგორც ლატვიას, ისე საქართველოს აქვს საუკეთესო გამოცდილება პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში რეფორმების მიმართულებით, ამიტომაც თანამშრომლობის საფუძველზე, შეგვიძლია ხანმოკლე დროში ეფექტური ცვლილებების დანერგვა,“ - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ლატვიის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის განცხადებით, მემომრანდუმი საუკეთესო დასაწყისია ორ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის გზაზე.

„საქართველოში ვიზიტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება,“ - განაცხადა დზინტარს რასნაჩსმა.

ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დარგობრივი პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის ლაილა მედინას განცხადებით, როგორც ქართულ, ასევე ლატვიურ სისტემას მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელების კარგი გამოცდილება აქვს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა ლატვიის იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი, რომელიც საქართველოს კახა კახიშვილის მოწვევით სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში,  დზინტარს რასნაჩსი სამინისტროს რეფორმების ანგარიშის პრეზენტაციასა და თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოინახულა N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილთან ერთად ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics