|
2016-09-10 10:27:53, 1795 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა. მოსამართლეები გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე დაასახელა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ორივე მოსამართლე მაღალი პროფესიონალიზმით და პრინციპულობით გამოირჩევა. ,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ პროცესში, რომელიც ჩვენ კიდევ წინ გვაქვს გასავლელი, პროცესში, რომელიც არის სწორედ სახელმწიფოს და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერების რთული გზა, ორი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, მაგრამ არამხოლოდ იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, ეს ორივე მახასიათებელი ისევე უნდა ახასიათებდეს მოსამართლეს, როგორც მაღალი კვალიფიკაცია, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ და მადლობა გადაუხადა იმ მოსამართლეებს, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ემსახურნენ სამშობლოს. გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე გამოსვლისას, საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისათვის აღნიშნული ინსტიტუტის გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ,,მე ვფქირობ, რომ ის შეცდომები, ან აგრესია, რომელიც გამოვლინდა გარდამავალი პროცესის ბრალია და ბუნებრივია, მთლიანად საზოგადოებამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა სათანადო შეფასება მისცა იმ არასტანდარტულ ქცევებს, რომლებიც განხორციელდა რიგ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მე მჯერა, რომ ასეთი თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია. თქვენ ძალიან ხმამაღლა იცავდით ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს და ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ თქვენ გაგაჩნიათ დაცულობის მაღალი ხარისხი, მაგრამ სასამართლოს სჭირდებოდა ეს მაღალი ხარისხი არა მარტო იმიტომ რომ იურიდიულად ყოფილიყო გაწერილი კანონებში, არამედ იმიტომაც რომ ამ პრობლემებს მისცემობდა შესაბამისი შეფასება, ეს თემები გამხდარიყო საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი. მე ვხედავ, რომ ეს პროცესი პოზიტიურად მოქმედებს საზოგადოებაზე, სულ უფრო მეტად ხდება იმის გააზრება, რა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი მუშაობს ბათუმში და რამდენად მნიშვნელოვან და დრამატულ როლს თამაშობს ეს ინსტიტუტი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში, "- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თბილისში, ნავთლუღში მდებარე ისტორიული შენობის ე.წ. სილოს დემონტაჟი და ნგრევა დაიწყო
სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)