|
2016-09-09 12:00:15, 1284 ნახვა
სამართალი
N16 პენიტენციურ დაწესებულებას ლატვიის იუსტიციის მინისტრი ეწვია
საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციიის წევრებთან ერთად, N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, დეტალურად გაეცნენ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროგრამებსა და პროფესიული სწავლების კურსებს, დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა. გაესაუბრნენ ხის მხატვრული დამშავების კურსში ჩართულ მსჯავრდებულებს. დაწესებულებაში ვიზიტის მიზანი პენიტენციური დაწესებულებების მართვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროექტებზე ქართული პრაქტიკის გაცნობა იყო. ლატვიის პენიტენციურ დაწესებულებათა დირექტორის ილონა სპურეს შეფასებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგილი პროგრამები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათ ღირსეულად ინტეგრაციას. „ისტორიულად დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულთა მხოლოდ იზოლირება მათი გამოსწორების საწინდარი ვერ გახდება. მნიშვნელოვანია მათთან აქტიურად მუშაობა და სხვადასხვა პროექტებში ჩართვა. ამ მხრივ, აღვნიშნავდი სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსებს, რომლებიც მათ არა მხოლოდ რეაბილიტაციაში ეხმარება, არამედ შემოსავლის წყაროდაც იქცევა,“ - განაცხადა ილონა სპურემ. ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით ესტუმრა. ის სამინისტროს რეფორმების ანგარიშის პრეზენტაციასა და თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვითაც მიმართა. დღესვე დაგეგმილია ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გააფორმება.
(NS)
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)