12:06 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 10:39:42, 846 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ, ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციის შესახებ იმსჯელეს. საუბარი ასევე ახალი წვრთნების პროგრამას და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას შეეხო.

“გენერალ ჰოჯესთან მიმოვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები დაკავშირებული თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან და ჩვენი შესაძლებლობების გაზრდასთან. ასევე ვისაუბრეთ პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას. სწორედ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო. აშშ-სთან ერთად ახლო მომავალში დავიწყებთ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას წვრთნების პროგრამებისთვის, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. ამისთვის უკვე კონკრეტული ამოცანებიც დავსახეთ მომავალ წელს თუ როგორ იქნებიან აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩართული მზადყოფნის პროგრამაში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics