20:46 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:41:15, 1006 ნახვა

სხვადასხვა
თბილისი 2017 წლის ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

2017 წლის სექტემბერში თბილისი ფრებურთში ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე სულ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თბილისი B ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრები ითამაშებს. 

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი აზარბაიჯანსა და საქართველოში ერთდროულად გაიმართება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ირაკლი ჩაჩუასთან ერთად, ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტ რენატო არენას, ვიცე-პრეზიდენტ იოზგან მუთლუგილს და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრას სპორტის მინისტრის მოდგილე შალვა გოგოლაძეც ესწრებოდა. 

სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე საუბარი იყო ქალთა შორის 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე და იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რაც საქართველომ უნდა გასწიოს. ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფურ ეტაპს მომავალი წლის სექტემბერში თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია მსოფლიოს 160 ქვეყანაში განხორციელდება, ჩემპიონატის ზუსტი თარიღები და მონაწილე ნაკრებების ვინაობა კი ოქტომბრის ბოლომდე გაირკვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics