17:03 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:19:21, 1213 ნახვა

ეკონომიკა
მარტვილის რაიონში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

მარტვილში, სოფელ სალხინოში უახლესი ტექნოლოგიების და ტენდენციების შესაბამისი, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. საწარმოში მოეწყობა ჩაის სადეგუსტაციო–სადემონსტრაციო დარბაზს. კომპანია 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მარტვილს“ 25 000 ლარად სოფელ სალხინოში მდებარე 7938.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

შპს „მარტვილს“ ჩაის წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  კომპანია ამჟამად აწარმოებს ჩაის შემდეგ სახეობებს: შავი ბაიხის ჩაი, მწვანე ბაიხის ჩაი, შავი ჩაი „კლასიკური“, შავი ჩაი N1 ინტენსიური, შავი ჩაი N3 მსუბუქი, მთის ველური ქართული შავი ჩაი, მთის ველური ქართული თეთრი ჩაი, ქართული მეწამული ჩაი, მოცვის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი, კომშის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics