2016-09-02 17:31:32, 1763 ნახვა
სამართალი
ვაკეში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია
ვაკეში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი პირის ვინაობა ცნობილია. ის ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციისთვის ამზადებენ.
შეგახსენებთ, ვაკეში, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ახალგაზრდა ბიჭი ჩაცხრილეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს, რომელიც გაჩერებულ მანქანაში იჯდა, ერთმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.
ავტომანქანაში კიდევ ერთი ადამიანი (ზაქარია ჩიბუხაშვილი) იმყოფებოდა, რომელიც დაიჭრა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან