17:58 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-28 10:28:38, 1473 ნახვა

სამართალი
შსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას პარიზის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970წ. დაბადებული აზიზ მ. დააკავეს.

"აზიზ მ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 221-6, 223-6 და 434-10 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს: კანონის საფუძველზე ან რეგლამენტით მიღებული უსაფრთხოების დაცვის ნორმების აშკარა დარღვევით გაუფრთხილებლობით მკვლელობას, გემის კაპიტნის გაქცევისა და განსაცდელში მყოფთათვის დახმარების არაღმოჩენის ფაქტს.

აზიზ მ.-ს მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics