18:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 12:14:05, 1368 ნახვა

სამართალი
სასამართლო „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელს განიხილავს.

„რესპუბლიკური პარტია“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ორ საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო ნომერი წილისყრის გარეშე მიენიჭა. 

”რესპუბლიკური პარტიის” წევრმის თამარ ხიდაშელის თქმით, ცესკომ ნორმატიული აქტით, „პატრიოტთა ალიანსს“ და „ახალ მემარჯვენეებს“ წილისყრის გარეშე საარჩევნო ნუმერაცია კანონდარღვევით მიანიჭა და შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის მიერ დადგენილი წესით გასაჩივრდა. 

თინა ხიდაშელის თქმით, ცესკოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე, 145-ე მუხლებს და ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის დადგენილებას, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საარჩევნო სუბიექტები შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ნომერს ინარჩუნებენ პარლამენტის მომდევნო არჩევნებამდე. 

ამასთან, ცესკო-ს წარმომადგენელის კახა ნარეკლიშვილის განცხადებით, ცესკო-ს ნორმატიული აქტი საარჩევნო კოდექსის არც ერთ მუხლს არ ეწინააღმდეგება და შესაბამისად, „რესპუბლიკური პარტიის“ ბრალდებები და მოთხოვნები უსაფუძვლოა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics