03:48 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 20:25:37, 1905 ნახვა

მსოფლიო
პატრიარქი რომის პაპს: ამ მძიმე პერიოდში ჩვენც თქვენს გვერდით ვართ და თანამოზიარენი ვართ თქვენი ტკივილისა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომის პაპ ფრანცისკეს იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

წერილში კათოლიკოს-პატრიარქი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იტალიის ქ. პერუჯაში და მის მიმდებარედ მომხდარი დიდი მიწისძვრის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით უსახლკაროდ დატოვა.

"მის უწმინდესობას,

რომის პაპ ფრანცისკეს

თქვენო უწმინდესობავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას იტალიის ქ. პერუჯაში და მის მიმდებარედ მომხდარი დიდი მიწისძვრის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით უსახლკაროდ დატოვა. თქვენი ხალხისა და ქვეყნისთვის ამ მძიმე პერიოდში მინდა იცოდეთ, რომ ჩვენც თქვენს გვერდით ვართ და თანამოზიარენი ვართ თქვენი ტკივილისა.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და იტალიის მოსახლეობას. შევთხოვ ღმერთს, მოანიჭოს იტალიას და მსოფლიოს მოსახლეობას მშვიდობა და თვისი წყალობა.

პატივისცემით,

ილია II,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics