2016-08-23 18:02:09, 1580 ნახვა
სამართალი
ე.წ ტერაქტის საქმეზე ბრალდებულ ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ე.წ ტერაქტის საქმეზე ბრალდებულ ბექა ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც ”ექსპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დაკავებული ბექა ბექაური საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აღენიშნება. ბექაურმა დანაშაული უკვე აღიარა.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა მიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან