|
2016-08-23 18:02:04, 1266 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა, რომელიც პირველი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსადა ზოგადად, რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური პოლიტიკის საკითხები, ინსტიტუციური დასაგადასახადო რეფორმების მიმდინარეობა ქვეყანაში. შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე, იმღონისძიებებზე, რომელიც მთავრობის მიერ დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველყოფისმიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას.მან იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის თბილისში დაგეგმილი შეხვედრები ნაყოფიერი იქნება დასაერთაშორისო სავალუტო ფონდთან კვლავ გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა,რომ მისთვის პატივია ფონდში იმუშაოს საქართველოს საკითხებზე და ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობასქვეყნისთვის სასარგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ასევე სსფ-ის მუდმივიწარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)