10:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-21 10:14:59, 1465 ნახვა

სამართალი
ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული სეით ს. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 28 ნოემბერს ნიღბითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სეით ს. ორ თანამზრახველთან ერთად ჩოხატაურში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ზაალ მ.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა გამოსძალა. ამის შემდეგ სეით ს.-მ და მისმა თანამზრახველებმა ზაალ მ.-ს კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ გატაცებულ ავტომანქანას შემთხვევიდან მეორე დღეს სამტრედიაში, ერთ-ერთ ქუჩაზე მიაკვლია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სეით ს. ქუთაისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მისი თანამზრახველების დაკავების მიზნით შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics