2016-08-18 10:10:37, 1489 ნახვა
სამართალი
შსს-მ სალოცავის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავა
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ხ. და 1988 წელს დაბადებული ლ.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დუშეთის რაიონის სოფელ უკანხადუში მდებარე სალოცავი გაქურდეს.
სამართალდამცველებმა სალოცავიდან მოპარული ნივთები - ვერცხლის სხვადასხვა სახის 79 ნაკეთობა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან