10:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-13 12:22:24, 1684 ნახვა

სამართალი
ლალი მოროშკინა დაკითხვაზე იმყოფება

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოძიება განახლდა.  საუბარია, მერაბიშვილის  საკნიდან  შესაძლო გაყვანის ფაქტზე.

 სასჯელაღსრულების დეპრატამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი  ლალი მოროშკინა, რომელიც ამწუთებში პროკურატურაშინ დაკითხვაზე იმყოფება,  ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, გაიყვანეს თუ არა საკნიდან მერაბიშვილი. თუმცა, მოროშკინას აღნიშნული "ნაციონალური მოძრაობის" ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნია:

"2014 წელს ვიყავი დეპრტამენტის  უფროსის მრჩეველი და იყო რიგი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც მე პროტესტიც გამოვთქვი, სხვადასხვა უწყებას მივმართე, რადგან მე ვიყავი მრჩეველი და ჩემს კომპეტენციაში შედიოდა როგორც რჩევის მიცემა, ასევე ალაგმვა იმ უკანონობის, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში დეპრატამენტში. პირველი, მაშინ მე გავამახვილე ყურადღება მაღალ თანამდებობებზე ზონდერების დანიშვნაზე. ისინი იყვნენ იდენტიფიცირებული ზონდერების ჯგუფი, რომლებიც მოვიდნენ დეპარტამენტის სათავეში.

რაც შეეხება მერაბიშვილის საქმეს, ვარაუდი უნდა ყოფილიყო დამტკიცებული 2 წლის წინ. ახლაც მგონია, რომ ვარაუდია, არავის სჭირდებოდა მისი საკნიდან გამოყვანა. ადამიანის  დაკითხვა საკანშიც შეიძლებოდა. ვფიქრობ, ეს უფრო "ნაციონალური მოძრაობის". ფანტაზიის უნარია. შესაბამისად, ჩემთან კითხვები ამასთან დაკავშირებით ვერ იქნება.მაშინვე ვთქვი, რომ თუ ვარაუდი არსებობს, უნდა გადაწყდეს საქმე, მაგრამ მივმართავ პროკურატურას დიდი პრეტენზიით, რომელიც მიბარებს ამ სავარაუდო საქმეზე. სულხან მოლაშვილის დამტკიცებულ საქმეზე არავინ დაუბარებიათ.2004 წლის გაყვანას ვგულისხმობ",-განაცხადა ლალი მაროშკინამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics