2016-08-10 10:36:26, 1488 ნახვა
სამართალი
სოფელ ალპანაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
სოფელ ალპანაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
მიკროავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, მუხრუჭმა უმტყუნა და გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტორს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით საქმე 276 მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან