09:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 19:19:57, 1201 ნახვა

სამართალი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გიორგი პაპუაშვილი განმარტებას აკეთებს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,  პოლიტიკური თანამდებობის პირების, ხელისუფლების წარმომადგენლების და სხვადასხვა პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურება:

"უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების, ხელისუფლების წარმომადგენლების და სხვადასხვა პოლიტიკოსების, მათ შორის, ბოლო დღეებში ბ-ნი მამუკა მდინარაძის მხრიდან არაერთგზის გაკეთდა განცხადება, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას,  რაც გამოიწვევდა არჩევნების ჩაშლას (რასაც ე.წ „საკონსტიტუციო გადატრიალებაც“ კი დაარქვეს), ვინაიდან დროის მოკლე მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საარჩევნო ოლქების ხელახალი ადმინისტრირება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადებების ავტორებს ან არ წაუკითხავთ გადაწყვეტილება ან არ ესმით მისი შინაარსი, ან განზრახ ახდენენ გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობდა სულ 8 მოსამართლე და ისინი იყვნენ ერთსულოვანნი გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა პარლამენტის მიერ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენას და ერთხმად მიიჩნიეს, რომ ეს ნორმები შეესაბამებოდა კონსტიტუციას. ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას თეორიულადაც კი არ შეეძლო გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება და შესაბამისად არჩევნების ჩაშლა.

გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეთა ხმები ორად გაიყო მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდებოდა ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქების დადგენისას გამოყენებულ კრიტერიუმებს. განხილვაში მონაწილე მოსამართლეთა ნაწილს, რომელიც  სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას უჭერდა მხარს, მიაჩნდა, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარისად ცხად კრიტერიუმებს, რომელიც ცესკო-ს შესაძლებლობას მისცემს საარჩევნო ოლქების საზღვრები კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად დაადგინოს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდებოდა, ის არ გამოიწვევდა ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქების თავიდან დადგენის პირდაპირ ვალდებულებას, ვინაიდან ცესკო-ს მიერ დადგენილი ოლქები გასაჩივრებული არ ყოფილა",-ნათქვამია გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics