|
2016-08-09 00:30:39, 1388 ნახვა
სხვადასხვა
პირველი მედალი ლაშა თავდათუაშვილისგან - ძიუდოისტმა რუსი მეტოქე დაამარცხა
ქართველის ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გახდა. შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ებრაელ საგი მუკის შეხვდა და იპონით დაამარცხა. ამ გამარჯვების წყალობით შავდათუაშვილი გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოუტანა. შეგახსენბთ, რომ შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. თავდაპირველად მან ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია, შემდეგ შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს მოუგო. მეოთხედფინალში კი იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ შოჰეი ონოსთან დამარცხდა. ამის შემდეგ ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც რუსი დენის იარცევი დაამარცხა. 9 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ჩაებმება. "ექსპრესნიუსის" სპორტული გამოცემა http://sports.accept.ge/
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)