2016-08-08 19:02:12, 1650 ნახვა
სამართალი
თელავში ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე მოკლეს
თელავში ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„დასტურდება ერთი პირის მკვლელობის ფაქტი. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან მოხდა გასროლა. დადგენილია პიროვნება ვინც მოახდინა გასროლა. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის სამართალდამცველები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ“,-აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან