|
2016-08-02 16:55:54, 1757 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ლუდის კომპანია“ ახალი ენერგეტიკული სასმელის - „რედ რეინის“ გაყიდვას იწყებს
დღეს, ლუდსახარშ „ზედაზენში“ მედიის წარმომადგენლები ახალი ენერგეტიკული სასმელის წარმოების პროცესს დაესწრნენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანი იყო მომხმარებლისთვის შეეთავაზებინათ ხარისხიანი, სანდო პროდუქტი. ენერგეტიკული სასმელი „რედ რეინი“ გაყიდვაში ხვალიდან გავა და მისი ღირებულება მხოლოდ 1 ლარი იქნება. „ეს არის RC Cola-ს ამერიკული წარმოების პროდუქტი, რომელსაც ზედამხედველობას უწევს ამერიკული მხარე. შესაბამისად, ენერგეტიკული სასმელი „რედ რეინის“ ხარისხი საკმაოდ მაღალია. რაც მთავარია, ქართულ სავაჭრო ობიექტებში ენერგეტიკული სასმელი ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება“,-განაცხადა კომპანია „ქართული ლუდის“ დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა. ცნობისთვის, ენერგეტიკული სასმელი „რედ რეინი“ ცნობილი ამერიკული კომპანია RC Cola-ს ერთ-ერთი ბრენდია. 2016 წლის მაისიდან „ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოში „რედ რეინის“ ოფიციალური მწარმოებელი გახდა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)