07:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 10:59:13, 1184 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: კორცხელის ინციდენტს აუცილებლად გამოვიძიებთ

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები სასამართლოში ნებაყოფლობით გამოცხადნენ. „შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი, რომ მათ მიმართ უფრო მძიმე აღმკვეთი ღონისძიების ზომა ყოფილიყო გამოყენებული.“

როგორც „იმედის დროსთან“ ინტერვიუს დროს შოთაძემ განაცხადა, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

„საუბარი საკმაოდ მძიმე ბრალდებებზეა. გამოძიება გრძელდება. ჩვენ განცხადება  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან მოვისმინეთ, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებზე საუბრობდნენ - „კალა კაპიტალსა“ და „ალფა ბანკზე“. მათი თქმით, სწორედ აქედან მოხდა, ბრალდებულების პირად ანგარიშზე თანხის გადარიცხვა და შესაძლოა, ამ ყყველაფრის უკან მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირები ყოფილიყვნენ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ, ვინაიდან ეს გადარიცხვები საქართველოში არ მომხდარა. ეს არარეზიდენტი პირების მრიდან განხორციელდა. ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. თითოეულ კონკრეტულ ბრლდებულზე ინდივიდუალურად ხდება აღკვეთი ღონისძიების განხორციელდა. კორცხელის ინციდენტის მონაწილეები სასამართლოში ნებაყოფლობით გამოცხადნენ. ამ პირების მიმართ არ არსებობდა საფუძველი, რომ უფრო მძიმე სასჯელი ყოფილიყო“, - განაცხადა შოთაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics