|
2016-07-27 15:52:33, 858 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი „ამბასადორიალი 2016”-ზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - „ამბასადორიალი 2016“-ის სამუშაო სესიაზე მომხსენებლის სტატუსით წარსდგა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მეორე დღე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო. „ჩემი პანელის ერთ-ერთი ამოცანაა, ვისაუბროთ ვარშავის სამიტის შედეგებზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ელჩს, მათ გარეშე შეუძლებელი იყო რამე წარმატებაზე გვესაუბრა. შემდეგ სამიტს სულ რამდენიმე თვე გვაშორებს და ამიტომ იმ ტიპის სამუშაოები, რომელიც ჩვენ შარშან დავიწყეთ ვარშავის სამიტისთვის, უკვე დასაწყებია“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვარშავის სამიტის მნიშვნელობასა და მის შედეგებზე. ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით სამიტი წარმატებული იყო და არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საქართველო ვარშავიდან მაქსიმალური შედეგით დაბრუნდა. თავდაცვის მინისტრმა შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესები წარმატებით და გართულებების გარეშე გაგრძელდება. „ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის ორმხრივი მემორანდუმი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმდა. გასულ კვირას ჩვენ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დავასრულეთ. ამ პროგრამის ფარგლებში შემდეგი სამი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უკლებლივ ყველა დანაყოფი გადამზადდება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის და არა მისიებისთვის, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“, - აღნიშნა ხიდაშელმა. ამბასადორიალი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. სესიებზე მომხსენებლის სტატუსით, მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ამბასადორიალში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები მონაწილეობენ. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 29 ივლისს დასრულდება. (NS)
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბათუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)