|
2016-07-27 15:22:40, 759 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი: ლოგიკურია, რომ პაპუაშვილს პრემიერთან შეხვედრა სურს, ელეპარაკებიან მას, ვისაც იარაღი უჭირავს და არა იარაღს
ლოგიკურია, რომ გიორგი პაპუაშვილს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურს, რადგან ელაპარაკებიან მას, ვისაც უჭირავს იარაღი და არა იარაღს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, პაპუაშვილის და პრემიერის შეხვედრა აუცილებელია: „პროკურატურა დღეს პოლიტიკურ იარაღადაა გადაქცეული ქართული ოცნების ხელში და ბუნებრივია, როცა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის დაელაპარაკება პრემიერს და არა პროკურატურას, ეს ლოგიკურია. ლოგიკურია, რადგან ელაპარაკებიან მას, ვისაც უჭირავს იარაღი და არა იარაღს. ეს ცალსახაა. დღეს უნდა გაირკვეს, რამდენად არსებობს და აქვს ნება პრემიერს, რომ შეცვალოს ვითარება. როგორც ვხედავთ, ამის არანაირი ნება არ არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებელია პაპუაშვილის და პრემიერის შეხვდრა, რათა საბოლოოდ დადასტურდეს, თუ რა მიმართულებას ირჩევს პრემიერი - დარჩება მარიონეტად, თუ საბოლოო ჯამში, შეძლებს და განახორციელებს იმ უფლება მოვალეობებს, რაც უნდა შეასრულოს პრემიერმა“, - განაცხადა სერგო რატიანმა. ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში მისვლას იქამდე არ აპირებს, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. საქმე ეხება პაპუაშვილის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)