20:25 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 13:50:13, 1345 ნახვა

კომენტარი
გია ხუხაშვილი: NDI-ის კვლევა ლოგიკურია, ის რომ ცხოვრების დონე არ გაუმჯობესებულა, ფაქტია

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმაურება  და აცხადებს, რომ გამოკითხვის დროს მოსახლეობის მიერ დასახელებული მთავარი პრობლემები - სიღარიბე, უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა, უკვე დიდი ხანია არსებობს და ეს საკითხები დღემდე მოუგვარებელია.

„NDI-კვლევის ეს ნაწილი, საკმაოდ ლოგიკურია. ის, რომ დღეს ცხოვრების არ გაუმჯობესებულა, ეს ფაქტია. დევალვაციამ და ინფლაციამ ხელისუფლების მოტანილი სიკეთე გადაფარა. რაც შეეხება პრობლემეს, ეს პრობლემები ძალიან დიდი ხანია უკვე არსებობს. ისიც ფაქტია, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს პოლიტიკურ ელიტას და არ აქვს გადაწყევტილი ვის მისცეს ხმა, ესეც ფაქტია. ასე, რომ მე კვლევის მა ნაწილთან კითხვები არ გამაჩნია“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა.

კითხვაზე - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, ხუთეულში პირველი და მეორე ადგილი  „სამუშაო ადგილებსა“ და „სიღარიბეს“ უჭირავს. შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics