|
2016-07-27 12:41:07, 707 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური NDI-ის კვლევაზე: ნატო-ში გაწევრიანებას დაახლოებით 20% უჭერს მხარს - 64% აბსურდია
პარტია „თამაზ მეჭიაური ერთინი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს. „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას დეპუტატმა განცხადება ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობაზე გააკეთა. მისი თქმით, NDI ცდილობს ხალხი დააზომბიროს და ამომრჩევლებმა არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გააკეთონ. “NDI-ის კვლევას როდის ვენდობოდი, რომ ახლა ვენდო. არსებობს კი მათი ნდობის რაიმე მოტივი? მათი გამოკვლევები „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილებს ემსახურება. რატომღაც, ეს კვლევები მმართველი პარტიის ინტერესებსაც დაუახლოვდა. ხელისუფლების გაცხადებული კურსია, რომ მათ ნატო-ში უნდათ შესვლა. კვლევებით ამომრჩევლის ზომბირებას ცდილობენ, რათა მათ დააჯერონ, რომ ქვეყნის დასავლეთისკენ სვლა გარადაუვალია. აქედან გამომდინარე, ეს ორი პარტია ცდილობს, ხალხმა არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასა“ შორის გააკეთოს. ნატო-ში გაწევრიანების მსურველი, რომ 64%-ია, ეს აბსურდია. ევროკავშირს კიდევ შეიძლება, რომ ამომრჩეველთა 50% უჭერდეს მხარს. რაც შეეხება ნატო-ს მაქსიმუმ 20-30%-იც აღარ დარჩა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მხარს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიასნში გაწევრიანებას უჭერდეს“, - განაცხადა მეჭიაურმა. ცნობისთვის, NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% მხარს ევროკავშირში, ხოლო 64% ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)