10:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 18:05:05, 698 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: პაპუაშვილი არის ჩამოყალიბებული „ნაციონალი“ და მათი ინტერესების გამტარებელი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არის ჩამოყალიბებული „ნაციონალი“ და მათი ინტერესების გამტარებელი ამ მეტად საპატიო უწყებაში, - ამის შესახებ "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტ ყოფნა, სასამართლო ხელისუფლების რგოლის დისკრედიტაციაა.

"დღევანდელი ხელისუფლების ადვოკატად ვერ გამოვდგები, თუმცა პაპუაშვილის პერსონის მიმართ დიდი წარმოდგენის არ ვარ. ის არის ჩამოყალიბებული „ნაციონალი“, მათი ინტერესების გამტარებელი ამ მეტად საპატიო უწყებაში და ფაქტობრივად ეს სასამართლო ხელისუფლების ამ რგოლის დისკრედიტაციაა. რაც შეეხება მასზე ზეწოლას, თუ ფაქტი დადასტურდა რა თქმა უნდა ეს დასაგმობია, თუმცა არამგონია "ოცნებას" რაიმე ისეთი ქმედება ჩაედინა, რომელიც უბრალოდ ახლოს მივიდოდა ამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩადენილ საქმეებთან", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა და გიორგი პაპუაშვილს მიმართა, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი 19 წლის შემდეგ პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება
WSJ: ტრამპმა ირანის გრძელვადიანი ბლოკადისთვის მზადების ბრძანება გასცა
მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესისადმი: უკრაინის მხარდაჭერის ურყევი ვალდებულებაა საჭირო
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics