10:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 17:16:14, 590 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა შს მინისტრს პრეზიდენტის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებული ჩხრეკის საკითხის გარკვევა დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებული ჩხრეკის საკითხის გარკვევა დაავალა.

პრემიერის განცხადებით, ის გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებული ჩხრეკა პოლიტიკას უკავშირდებოდეს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და მაშინვე დავავალე შს მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური კომპონენტი იყოს ამაში. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს რაიმე პოლიტიკური კომპონენტი. ვიფქრობ, რომ პოლიტიკური გაცხადებების გაკეთებამდე ნებისმიერმა ჩვენგანმა, მეც, პრეზიდენტმაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდმცავებს და რა თქმა უნდა კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბარი. პრეზიდენთან მაქვს კონსტრუქციული, საქმიანი ურთიერთობა . მისი შემოთავაზება მივიღებ და შევხვდები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი 19 წლის შემდეგ პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება
WSJ: ტრამპმა ირანის გრძელვადიანი ბლოკადისთვის მზადების ბრძანება გასცა
მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესისადმი: უკრაინის მხარდაჭერის ურყევი ვალდებულებაა საჭირო
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics