09:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 16:25:29, 618 ნახვა

პოლიტიკა
მიროტაძე: თუ ამ ქვეყანაში პირველი პირია დაუცველი, რიგითმა მოქალაქემ რა უნდა თქვას?!

„ძალიან გაკვირვებული ვარ, პრეზიდენტს მაშინ რატომ არ ჰქონდა მყისიერი რეაგირება და რატომ საუბრობას ახლა?!“,-ასე გამოეხმაურა „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბარში  პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც ერთი თვის წინ, სამართალდამცავების ჩართვით, მის ოჯახის წევრზე  ზეწოლის მცდელობა იყო.

მიროტაძის თქმით, პრეზიდენტი შეიძლება „შოთაძის უწყებას“ არ ენდობა, მაგრამ  ის ვალდებული იყო, შესაბამისი ორგანოებისთვის საჩივარით მიემართა.

„მე ვარ გაოგნებული და  ძალიან  მიკვირს პრეზიდენტმა  რატომ არ მიმართა შესაბამის ორგანოებს. ძალიან გაკვირვებული ვარ, მაშინ პრეზიდენტს რატომ არ ჰქონდა მყისიერი რეაგირება და რატომ საუბრობს ახლა?!  მესმის,  ის შეიძლება არ ენდობა „შოთაძის უწყებას“, შეიძლება მეც არ ვენდობოდე, შეიძლება კვალიფიკაციის პრობლემა იყოს,  მაგრამ ეს  პროცედურულად  პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა. მაშინ როცა პრეზიდენტი ხარ ვალდებული ხარ ეს გააკეთო. თუ პირველი პირი არის ქვეყანაში დაუცველი, მაშინ რა უნდა თქვას რიგითმა მოქალაქემ?!  ის  იფიქრებს, რომ არის დაუცველი. თუ პრეზიდენტმა  არ დაწერა განცხადება, ამ შემთხვევაში  რამდენად სწრაფად იმოქმედებს ახლა პროკურატურა საჩივრის არარსებობის შემთხვევაშიც კი, მათ  კარგად უნდა გაითვალისწინონ  ის, რომ პირველი პირი ლაპარაკობს ამის შესახებ.  პროკურატურა საინტერესოა რამდენად სწრაფად და მყისიერად დაიწყებს გამოძიებას და როგორი იქნება ამ გამოძიების შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე დამრჩება იმის განცდა, რომ პრეზიდენტი მართალია. ველოდები დღის ბოლომდე პროკურატურის როდესაც პირველი პირი აცხადებს ძალოვანი სტრუქტურების  თავნებობაზე, სახელმწიფოს თუ თავმოყვარეობა აქვს ვალდებულია რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ თემაზე  გამოძიება“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics