|
2016-07-21 19:10:34, 1172 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიოში უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი კომპანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ფოლადის მწარმოებელი კორეული კომპანიის POSCO პირველ ვიცე-პრეზიდენტს ჯინ-სიკ ჩოის შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს. POSCO წარმოადგენს კორეის რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას და მსოფლიოში ფოლადის უმსხვილესი მწარმოებლების ხუთეულში შედის. აღნიშნული კომპანია საქართველოში ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული. შეხვედრაზე კორეული კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს ინფორმაცია პროექტის წინამოსამზადებელი პროცესის მიმდინარეობის დეტალებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა მსგავსი ცნობილი კომპანიის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობა, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ფოლადის მწარმოებელი ინდუსტრიის განვითარებას. მინისტრის მოადგილე მიესალმა კორეული მხარის დაინტერესებას და პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)