|
2016-07-21 17:43:18, 1713 ნახვა
ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: საქართველოში დოლარის გამოყენება კრიმინალად უნდა გამოცხადდეს
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეს დოლარი არაფერში სჭირდება. როგორც გიორხელიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოში ერთადერთი ვალუტა ლარი უნდა იყოს. „ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არის ერთადერთი დამაიმედებელი, რაც ამ ბოლო პერიოდში გაჟღერდა. ეს ყველაფერი აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. საერთოდ საქართველოში დოლარის გამოყენება კრიმინალად უნდა გამოცხადდეს. საქართველოში ერთადერთი საბრუნავი ვალუტა ლარი უნდა იყოს. მოსაფიქრებელია იმის მოგვარება თუ რა უნდა მოვახერხოთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც სესხებს დოლარებში ატენინდნენ. ამ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეს დოლარი არაფერში ჭირდება. გვენეტაძეს ამ განცხადებაში თავიდან ბოლომდე მხარს ვუჭერ. ეს პროცესი აუცილებელია, სხვანაირად განადგურებულ პირას მყოფ ლარს ვერაფერს დავუპირისპირებთ. რაც უფრო ხისტად გაკეთდდება ეს, მით უფრო უკეთესია. ამ პროცესით ლარი ნელ-ნელა მოიპოვებს თავის ადგილს ქვეყანაში. ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს ჩვენი ვალუტა, რომელიც იქნება მოთხოვნადი“, - განაცხადა გიორხელიძემ. შეგახსენებთ, გაზეთ „რეზონანსთან“ იინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)