2016-07-19 23:26:14, 727 ნახვა
პოლიტიკა
„არ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება „ოცნებასთან“, რომელთან ერთადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა“
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ამბობს, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის თავისუფალ დემოკრატებთან და ქართულ ოცნებასთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება არ აქვს.
"რუსთავი 2"-თან ინტერვიუში პრეზიდენტი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე არ საუბრობს და არც იმას აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.
"არა, განსაკუთრებული დამოკიდებულება არცერთ პარტიასთან არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გუნდში ბევრი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია. მათ შორის არ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართულ ოცნებასთან, რომელთან ერთადაც მე საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან