|
2016-07-15 11:19:26, 1622 ნახვა
მსოფლიო
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა. საფრანგეთის შს მინისტრის ბერნარ კაზნევის ინფორმაციით, 14 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ცნობისთვის, გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ავტომანქანას ისე ატარებდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაჯახებოდა. ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრი გაიარა, შემდეგ კი სატვირთო მანქანა გააჩერა და ადგილზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოჩნდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)