|
2016-07-13 11:59:12, 913 ნახვა
ეკონომიკა
ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარია გამოყოფილი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ვფიქრობთ, საერთო ჯამში 35-40 მილიონი დასჭირდება - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით წელსაც შარშანდელი მიდგომები ნარჩუნდება-რქაწითელის შემთხვევაში იქნება 45 თეთრიანი სუბსიდია, საფერავის ყურძენზე- 20 თეთრიანი სუბსიდია. ბენეფიციარი ანაზღაურებას 15 დღის შემდეგ მიიღებს. “მინდა შეგახსენოთ, რომ ღვინის ექსპორტი 44%-ით არის გაზრდილი შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, თუმცა დაახლოებით 25%-ით არის შემცირებული ფასი 2014 წელთან შედარებით. ამიტომ ჩვენ ვფრიქრობთ, რომ ჯერი კიდევ საჭიროა სტიმული, თუმცა, რა თქმა უნდა როგორც პრემიერმა ბრძანა, ჩვენი თვითმიზანი არის, გამოვიდეთ ზოგადად სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, რადგან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც მევენახეების ინტერესების გათვალისიწნება, ისე ექსპორტიორთა ინტერესების გათვალისწინება. მინდა, ასევე შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგრამის ხელშეწყობის ფარგლებში 22 ახალი ღვინის გადამამუშავებელი საწარმოა დაფინანსებული, გაფართოვდა 40-ზე მეტი. შესაბამისად, ჯერ კიდევ ეს პროცესი რომელიც ჩვენ დავიწყეთ, არ არის დასრულებული, ბრენდის განვითრების და ხელშწყობის მიდგომა, რომელიც აღნიშნული სუბსიდირების ნაწილში ჩვენ გავითავლისწინეთ, ვინაიდან გვინდა ქართული ბრენდი იყოს კიდევ უფრო პოპულარული და იყოს კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე. აღნიშნული ტარიფები ითვალისწინებს საბრენდე სპირტის მიღების რენტაბელურ ტარიფებს”,-განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)