|
2016-07-13 11:00:13, 1477 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად გადაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
იტალიაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 25-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია. შეგახსენებთ, რომ ავარია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქალაქებს ბარისა და ბარლეტას შორის მოხდა. სარკინიგზო კატასტროფის ადგილი იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ მოინახულა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მაშველები მგზავრებს დაზიანებული ვაგონებიდან გამოსვლაში ეხმარებოდნენ. ამ დრომდე დაუდგენელია ავარიის მიზეზი. ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოები ვარაუდობენ, რომ მატარებლების შეჯახება შესაძლოა, ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია. ორივე მატარებელი კერძო სატრანსპორტო კომპანია Ferritramviaria SpA-ს ეკუთვნოდა. ცნობისთვის, შეჯახება დატვირთულ სარკინიგზო ხაზზე მოხდა, რომელზეც ყოველდღიურად 200-მდე მატარებელი მოძრაობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)