03:04 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 00:27:14, 1114 ნახვა

სამართალი
გუკა რჩეულიშვილი: ეს არის პოლიტიკური, უფრო სწორად საარჩევნო შოუ

"ეს არის პოლიტიკური, უფრო სწორად საარჩევნო შოუ" - ამის შესახებ გუკა რჩეულიშვილმა დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში განაცხადა.

რჩეულიშვილის თქმით, ყველაზე მეტი ინფორმაცია მას აქვს, ამიტომ მაია რჩეულიშვილი, ირაკლი მინდელი და განსაკუთრებით, სალომე ჩარკვიანი არაფერ შუაში არიან. რჩეულიშვილის განცხადებით, კანონი არის არაადეკვატური და ყველა სისტემა იმართება "საიდანღაც".

"ეს არის პოლიტიკური, უფრო სწორად საარჩევნო შოუ. ამ შოუს გამო სამი ადამიანი დაიჭირეს და მგონია რომ ეს ჩემ გამო მოხდა, თუ შოუ უნდათ ნახონ, ციხეში ჩაჯდომა ჩემთვის არ არის პრობლემა, უბრალოდ ის მწყინს, რომ ქვეყანაში კანონი არის არაადეკვატური და ყველა სისტემა საიდანღაც მართული.
პროკურატურამ ზუსტად იცის ის თანხდები სად არის, რომელ მშენებლობაზეა წასული და არავის რომ არ "დაუყაჭავს", უბრალოდ ეს ფარსია. ამ ამბებზე ყველაზე მეტი ინფორმაცია მე მაქვს, ხელიც მე მაქვს მოწერილი. მაია რა შუაშია ვერ ვხვდები, იურიდიულად პასუხისმგებელი მე ვიყავი ყველაფერზე და რა თქმა უნდა შეთანხმებული იყო მაიასთან, მაგრამ მე ვიღებდი გადაწყვეტილებას და არაფერ შუაშია არ არის არც მაია, არც ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი ხო საერთოდ სასაცილოა", - განაცხადა რჩეულიშვილმა. 

ცნობისთვის, გუკა რჩეულიშვილი რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა, მისი თქმით, ის თავად აპირებდა ჩაბარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics