00:16 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 20:37:18, 518 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ნატოს სამიტის ფარგლებში ფრანგ და ნიდერლანდელ კოლეგებს შეხვდა

ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ   საფრანგეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჟან მარკ ეროსთან და ბერტ კოენდერსთან შეხვედრები გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპელი კოლეგები მიესალმნენ ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველად ნატო-საქართველოს კომისიის ჩატარებას და აღნიშნეს, რომ ამგვარი მაღალი დონის ფორმატში საქართველოს მონაწილეობა ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოხატულებაა.
 
საფრანგეთისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საკუთარი ქვეყნების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ორივე შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ ამ გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.
 
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გამოხატა ნიდერლანდების მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ნაწილის ეფექტურ იმპლემენტაციაში. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას და შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით კავშირების გაღრმავებას.
 
ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს  მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. თავის მხრივ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ის შთამბეჭდავი პროგრესი, რასაც საქართველომ მოკლე ხანში მიაღწია.
 
შეხვედრებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტების მოგვარების კუთხით საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე.
 
მინიტრმა მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისა და მრავალი მიმართულებით პრაქტიკული დახმარებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ ფრანგი და ჰოლანდიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.    
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics