13:24 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 11:18:52, 1345 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში საპროტესტო აქციაზე 5 სამართალდამცველი მოკლეს, 6 კი დაჭრეს

ტეხასის ქალაქ დალასში, საპროტესტო აქციაზე 5 სამართალდამცველი მოკლეს, 6 კი დაჭრილია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დემონსტრანტები პოლიციელების მიერ ლუიზიანასა და მინესოტაში 2 ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ.

დალასში გამართული აქციის დროს 2 უცნობმა პირმა სამართალდამცველებს ცეცხლი სნაიპერული შაშხანიდან გაუხსნა. 3 სამართალდამცველი ადგილზევე დაიღუპა, 2 კი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. დაჭრილია კიდევ 6 პოლიციელი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ეჭვმიტანილებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველების მკვლელობაში 3 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ადგილობრივი სამართალდამცველების იფნრომაციით, ერტ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა.

როგორც BBC წერს, საპროტესტო აქციები ლუიზიანაში დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში მას შემდეგ გავიდა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ესვრის ორი პოლიციელი ფერადკანიანს ქალაქ ბატონ-რუჟში.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, გარდაცვლილი 37 წლის ელტონ სტერლინგია. ის მკერდისა და ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებიგან გარდაიცვალა. ამასთან, მეორე დღეს ინტერნეტში კიდევ ერთი ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ასევე ფერადკანიანი ფილანდო კასტილეს მკვლელობა ჩანს. კასტილე პოლიციამ მინესოტას შტატში მოკლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics