22:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 09:27:07, 550 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე ახალი წესრიგის დამყარების შესახებ

 „ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული, ახალი წესრიგის დამყარების შესახებ“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საქართველოს მთავარი მიზანი შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება იყო.

 „ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული, ახალი წესრიგის დამყარების შესახებ. სამიტის შემდეგ დაიწყება მუშაობა, როგორ უნდა მოხდეს ეს. ვითხოვდით, რომ ამ პროცესში საქართველო, ზუსტად ისე, როგორც ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, მჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული. ვითხოვდით, რომ საქართველო საჰაერო უსაფრთხოების სისტემაშიც აქტიურად ყოფილიყო  ჩართული. ამაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც ისაუბრა და ამან კიდევ უფრო გაგვიმყარა რწმენა იმისა, რომ მოლოდინი გამართლდება", - აღნიშნა ხიდაშელმა. 

ცნობისთვის, 8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics